ახალგაზრდა, 22 წლის ფეხბურთელს ორი არჩევანი აქვს - იტალია ან გერმანია
"იტალია თუ გერმანია? ამაზე ვფიქრობ და არჩევანი 50/50-ზეა. ჩემთვის, ორივე ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია". ეს ნიკოლო ტრეზოლდის სიტყვებია, რომელსაც Gazzetta ავრცელებს. 2004 წელს, კალიარიში დაბადებულ, წარმოშობით იტალიელ ფეხბურთელს, გერმანიის მოქალაქეობაც აქვს. ტრეზოლდი ამჯერად, ბრიუგეს ღირსებას იცავს. ახალგაზრდა ფეხბურთელის არჩევანზე, ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, იურგენ კლოპმაც ისაუბრა.
ფაქტი, რომ ის ახლა ეროვნულ გუნდში არ არის, იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. არც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრებში თამაში არ სურს. ჩვენ არ გვინდა, მოთამაშეებზე რაიმე სახის ზეწოლა მოვახდინოთ. დღევანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. გვინდა, მას ჩვენი პროექტის პერსპექტივები დავანახოთ. თუ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჭირდება, ასეც უნდა იყოს. - იურგენ კლოპი
კლოპზე, თავად ტრეზოლდიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან აფასებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მის მიმართ, რობერტო მანჩინისაც, ზუსტად იგივე გეგმები და სურვილები აქვს, როგორიც კლოპს.
კლოპი ჩემთან უფრო მამასავით საუბრობს, ვოდრე ეროვნული ნაკრების მწვრთნელივით. ძალიან კარგად მიგებს. მას ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და ყველაფერი შესანიშნავად გაიგო. ის მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება. მან მითხრა, რომ გერმანიის ნაკრების კარი ჩემთვის ყოველთვის ღია იქნება. რაც შეეხება მანჩინის, მასთანაც მსგავსი საუბრაი მქონდა. ბუნებრივია, რომ იტალიის მხრიდანაც არსებობს ინტერესი. თუმცა რობერტოსაც იგივე ვუთხარი, რაც კლოპს. მანჩინიც ძალიან მოხარული იქნებოდა იტალიის ნაკრებში რომ მეთამაშა. - ნიკოლო ტრეზოლდი
Nicolò Tresoldi, currently with Germany's U21 national team, says he spoke to Jürgen Klopp and Roberto Mancini, but has yet to make a decision over his international future: "I wear the Germany shirt with pride, I'm very happy to be here. I want to play the [U21] Euros with… pic.twitter.com/0ydrWPWxdC
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) September 22, 2026