ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის რეკორდები და ისტორიული სტატისტიკები
ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის პირველი ტური სავსე იყო საკმაოდ უცნაური და საინტერესო სტატისტიკებით.
კილიან მბაპემ „ინტერის“ წინააღმდეგ გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე 71 გოლს მოუყარა თავი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზე რაულს გაუთანაბრდა. იმავე მატჩში ვინისიუსმა ბურთი 9-ჯერ დაიბრუნა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში.
ეთან მბაპემ „ლილის“ შემადგენლობაში „რეალ ბეტისთან“ მატჩში კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. საინტერესოა, რომ კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 99 მატჩში ერთხელაც არ მიუღია წითელი ბარათი.
Real Madrid beat Inter 2-1 on Tuesday, but the Bernabéu left talking about the 87th minute, not Mbappé's opener.
— Second Read | Football (@TheSecondRead) September 11, 2026
Vinícius Jr walked off to whistles. Again.
Right after, Diario AS reports a dressing-room heavyweight went straight to Mourinho: “Míster, estoy preocupado por Vini.… pic.twitter.com/Qq7PLSHdXw
„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ტურნირზე 900 გოლის ზღვარი გადალახა.პირველ ადგილზე რა თქმა უნდა მადირიდს რეალია - 1,139 გატანილი გოლით.
მაიკლ ოლისემ 2026 წელს ყველა ტურნირზე უკვე 34 გოლში მიიღო მონაწილეობა - 17 გოლი და 17 საგოლე გადაცემა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ მის თანაგუნდელ ჰარი კეინს აქვს - 39. კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8 მატჩში გაიტანა, თუ კიდევ ერთ მატჩში გაიტანს, „ბაიერნის“ ისტორიაში რობერტ ლევანდოვსკის რეკორდს გაუთანაბრდება - პოლონელს კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 9 მატჩში ჰქონდა გოლი. ტურნირის ყველა დროის რეკორდი კი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელმაც ზედიზედ 11 მატჩი გაიტანა.
ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება ასევე კეინს აქვს - 31: 26 გოლი + 5 ასისტი.
🚨🏆 Harry Kane says Bayern can win the UCL: “We are a threat to any team”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 11, 2026
“We’ve got another year with the coach, understanding his ideas. We're humble, but teams will have it tough against us with and without the ball”. pic.twitter.com/H2vu0WCNjm
ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 59 მატჩში 59 გოლი გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 20 მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელებს შორის მას ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გოლების/მატჩების შეფარდება აქვს, საშუალოდ 1 გოლი თითო მატჩში. ამასთან, ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა.
„ბარსელონამ“ სეზონის პირველ ხუთ მატჩში 22 გოლი გაიტანა - კლუბის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო სტარტია და საუკეთესო შედეგი 1950/51 წლების შემდეგ. ლამინ იამალმა კი ლიონელ მესის რეკორდი მოხსნა და „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 100 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ეს მხოლოდ 19 წლისა და 58 დღის ასაკში მოახერხა.
რაფინიას სტატისტიკაც განსაკუთრებულია: ის XXI საუკუნეში პირველი „ბარსელონას“ ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის პირველ ხუთივე მატჩში გაიტანა.
𝟓, 𝟓, 𝟓. 𝐁𝐀𝐑𝐂𝐄𝐋𝐎𝐍𝐀 = 𝐆𝐎𝐀𝐋𝐒, 𝐆𝐎𝐀𝐋𝐒, 𝐆𝐎𝐀𝐋𝐒, 𝐆𝐎𝐀𝐋𝐒, 𝐆𝐎𝐀𝐋𝐒. 🥵⚽ pic.twitter.com/7c7l8tNXwN
— 433 (@433) September 9, 2026
ბრუნო ფერნანდეშს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დებიუტის შემდეგ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე 23 გოლი და 21 ასისტი აქვს. „საბაჰმა“ კი ჩემპიონთა ლიგის დებიუტში უნიკალური რამ გააკეთა - მატჩი დაიწყო სასტარტო თერთმეტეულით, რომელშიც 11 სხვადასხვა ეროვნების 11 ფეხბურთელი იყო. პატრიკ დორგუ კი „იუნაიტედის“ ისტორიაში უეინ რუნის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში ასისტი გააკეთა.
ანდონი ირაოლამ დიეგო სიმეონეს პირველად მოუგო - მანამდე მათ შორის გამართულ ოთხ შეხვედრაში ირაოლას სამი მარცხი და ერთი ფრე ჰქონდა. მარკოს ლორენტეს „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. იგივე რაოდენობის გოლი აქვს მას ამ ტურნირზე ყველა სხვა მეტოქის წინააღმდეგ ჯამში ჩატარებულ 54 მატჩში.