Belive

პოჩეტინოს დიდი გეგმები - ნიკო პასი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სამიზნეა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბრუნო ფერნანდეშის ეპოქის შემდგომ პერიოდზე ფიქრს იწყებს. FourFourTwo-ს ინფორმაციით, კლუბი პორტუგალიელი კაპიტნის შესაძლო შემცვლელად ნიკო პასს განიხილავს, ახალი გუნდის მშენებლობა კი, სავარაუდოდ, მაურისიო პოჩეტინოს დაევალება.

ახალგაზრდა არგენტინელის გადაბირება იოლი არ იქნება, რადგან მასზე ნადირობა ევროპულმა გრანდებმაც დაიწყეს. პასის დამატება „არსენალს“, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურთ, რის გამოც „კომო“ ფეხბურთელს 100 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდის. 

ტრანსფერს ართულებს ისიც, რომ მადრიდის „რეალს“, რომელმაც პასი იტალიურ კლუბს მიჰყიდა, კონტრაქტში მისი 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტი და მომავალი გაყიდვიდან თანხის 50 პროცენტის მიღების უფლება დაუტოვა.

„იუნაიტედი“ პასს ძირითად შემადგენლობაში სტაბილურ ადგილს და პოჩეტინოს მსგავსი გამოცდილი მწვრთნელის მხარდაჭერას სთავაზობს. მთავარი ინტრიგა ახლა ისაა, რამდენად მიმზიდველი იქნება ახალგაზრდა ტალანტისთვის იმ გუნდში გადასვლა, რომელიც ამჟამად ტიტულებისთვის ბრძოლას მოკლებულია.

სხვა სტატიები