ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები სუპერკომპიუტერის ვერსიით
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 7 ტურის შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.
ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ისევ არსენალი რჩება (30,75%), რომელსაც 7-დან 7 გამარჯვება აქვს. მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია (16,75%), მესამე პოზიციას კი მანჩესტერ სიტი (8,81%) იკავებს.
ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 5 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა, 2 - ლა ლიგიდან, თითო-თითო კი ბუნდესლიგიდან, ლიგა 1-დან და სერია A-დან.
არსენალი
ბაიერნი
მანჩესტერ სიტი
ლივერპული
ბარსელონა
პსჟ
რეალი
ჩელსი
ნიუკასლი
ინტერი
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ-არენაზე გაიმართება.
