ალისონმა ლივერპულში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
ალისონ ბეკერს ლივერპულში დარჩენა სურს. ბრაზილიელ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, თუმცა "ენფილდზე" თავს ბედნიერად გრძნობს და სურს, კარიერა უმაღლეს დონეზე გააგრძელოს. ჯერჯერობით, მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პირდაპირი მოლაპარაკებები არ დაუწყიათ. ალისონმა საკუთარ სურვილზე ღიადაც ისაუბრა.
დიახ, დარჩენა მინდა. ჩემი მთავარი მიზანი ყველა მატჩში თამაშია. აქ ბედნიერი ვარ. ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორსა და გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აქ დარჩენა მინდა. კვლავ მსურს ტიტულების მოგება. მინდა, რაც შეიძლება დიდ ხანს გავაგრძელო უმაღლეს დონეზე თამაში. - ალისონ ბეკერი
ბრაზილიელი კიპერის თქმით, მის აგენტს კლუბის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აქვს, თავად კი, მოახლოებულ მატჩებზეა ორიენტირებული. ალისონი ლივერპულს 2018 წელს, რომადან, 66 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ, კლუბის მაისურით, 347 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე წელს, ბრაზილიელს იუვენტუსსაც უკავშირებდნენ, მაგრამ 34 წლის მეკარემ მერსისაიდულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
გუშინ, კრისტალ პალასის წინააღმდეგ, ალისონმა რამდენიმე გამორჩეული სეივი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ეს გამარჯვება, ლივერპულელთათვის, არსენალსა და ფენერბაჰჩესთან მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ლივერპული ამ ეტაპზე, 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
🚨 𝗡𝗘𝗪: Alisson Becker is VERY HAPPY at Liverpool and is OPEN to signing a new contract!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 9, 2026
The Brazilian goalkeeper wants to continue his journey at Anfield, and his representatives are already in talks over a contract extension.
— @TheAthleticFC pic.twitter.com/EcQjXPRt0F