Belive

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა - WhoScored

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენი მონაკოსთან საკუთარ არენაზე 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი პარიზული გუნდის რიგებიდან მარკინიოსმა გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ თავისი გუნდის მარცხის მიუხედავად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც კვარა დასახელდა.

მოგვიანებით ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში WhoScored-მაც შეიყვანა, ის პარი სენ-ჟერმენიდან ერთადერთი იყო, რომელიც აღნიშნულ გუნდში მოხვდა.

სრულად თერტმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ბერკე ოზერი (ლილი) - 9.23

მცველები: ალექსანდრო (ლილი) - 8.13, აჰმედ ტუბა (ლე ავრი) - 7.84, პრჟემისლავ ფრანკოვსკი (რენი) - 8.12, ნაზინიო (მონაკო) - 7.60

ნახევარმცველები: ერნესტ ნუამა (ლიონი) - 8.43, დიოგო სოუზა (სტრასბურგი) - 8.34, სამუელ ამო-ამეიავი (სტრასბურგი) - 8.42, გესიმ იასინი (სტრასბურგი) - 8.83

თავდამსხმელები: ლასინე სინაიოკო (პარიზი) - 8.98, ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი) - 7.87

სხვა სტატიები