როგორც ჩანს, გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი "ანორთოსისში" გადაწყვეტილია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უახლოეს საათებში კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს.
"გენტის" კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე თანამემამულეს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო "ანორთოსისში" 1 წლიანი იჯარის წესით ითამაშებს.
თემურ ქეცბაიას გუნდში ამჟამად 4 ქართველია: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლუკა მიქაია.