Belive

ჯანო ანანიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ანანიძე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. Live.ge-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი "დინამოსთან" 1+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 7-ნორმიანი მაისურით ითამაშებს. ანანიძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მოქმედ ჩემპიონში ვარჯიშობდა, ახლა კი მხარეები შეთანხმდნენ და კონტრაქტი გააფორმეს. მოსკოვის "სპარტაკის", "როსტოვის", "კრილია სოვეტოვის", "ანორთოსისის" და ვოლგოგრადის "როტორის" ყოფილ შუახაზელს საქართველოს ნაკრებში 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის აქტივში 7 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები