Belive

"ახალი გუნდის აშენების ფუფუნება" - თემურ ქეცბაიას საკლუბო დონეზე დაბრუნების შესაძლებლობა აქვს

11 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამად კვიპროსის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის შესახებ საინტერესო სიახლეს ავრცელებს. ირკვევა, რომ 55 წლის სპეციალისტს "პაფოსი" საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს.

"ჭორი იმის შესახებ, რომ "პაფოსმა" თემურ ქეცბაიას მიმართა, ისევ გავრცელდა. დაახლოებით სამი თვის წინ, როდესაც ჰენინგ ბერგი გაათავისუფლეს, დაიწერა, რომ კლუბის მფლობელებმა მიმართეს ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, რომ ენახათ იყო თუ არა ნაყოფიერი ნიადაგი თანამშრომლობისთვის.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლურჯებმა" უარყოფითი პასუხი მიიღეს ქართველისგან, რომელმაც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობის დატოვება არ ისურვა. "რამდენიმე თვის შემდეგ, შეიცვალა რამე?", შეიძლება იკითხოს ვინმემ? "შეიძლება" არის პასუხი და ის თემურს აძლევს გუნდში მუშაობის დაყწების საშულებას იმ მომენტიდან, როცა ყველაფრის ნულიდან დაწყების და გუნდის ისე აშენების შესაძლებლობა ექნება, როგორც მას სურს.

თუმცა, იმისათვის, რომ დაარწმუნოს ქეცბაია შეწყვიტოს კონტრაქტი, რომელიც მას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციასთან 2025 წლის შუა პერიოდამდე აქვს და დაბრუნდეს კვიპროსის ლიგის გუნდის ხელმძღვანელის სკამზე, წინადადება უნდა იყოს ძალიან მაცდური და პერსპექტიული. მართალია, რომ "პაფოსის" რუს მფლობელებს შეუძლიათ მას ეს შესთავაზონ. მათ შეუძლიათ დაჰპირდნენ თემურს მაღალ ბიუჯეტს, რომლითაც შეუძლია ტიტულის მოგება", - წერს sport-fm.com.cy.

ამავე დროს, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს balla.com.cy ავრცელებს და შემდეგ სტატიას აქვეყნებს.

"ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციის გაგრძელებაში, რომელიც საუბრობს "პაფოსის" ინტერესზე თემურ ქეცბაიასთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე შევიტყვეთ შესაძლო თანამშრომლობის ფინანსურ მონაცემებზეც. კერძოდ, რუსი მფლობელები მზად არიან შესთავაზონ ტიმურს წელიწადში დაახლოებით 300 ათასი ევრო, პლუს ბონუსები, იმ შემთხვევაში, თუ ის გუნდს ევროპულ ტურნირებზე გაიყვანს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრემია თუ მოიგებს ჩემპიონატს ან თასს.

სამწვრთნელო გუნდის დაკომპლექტებაც არის ნებადართული და ზოგადად, საკმაოდ მიმზიდველი ფინანსური პაკეტია, რომელიც ყველა მწვრთნელს აცდუნებს.

ქეცბაიას აქვს გაცნობიერებული აქვს საკუთარი ინტერესები და ძირითადად, მისი გადასაწყვეტია, სურს თუ არა ეროვნული ნაკრების სათადარიგოთა სკამიდან გადასვლა მისი დაკომპლექტებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.

ფეხბურთის ფედერაციასა და თემურ ქეცბაიას შორის შეთანხმება გამოცხადდა 2022 წლის 29 ივნისს და ძალაშია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე", - წერს balla.com.cy.

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე არასრულ ერთ წელიწადში 6 შეხვედრა ჩაატარა, 2 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები