2022 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს.
"ჯვაროსნები" ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ სტუმრად, ქალაქ ზენიცაში ითამაშებენ.
მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:
საქართველო: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე - გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, - საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - ბუდუ ზივზივაძე. 3-2-4-1.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.