ლუჩიანო მოჯი: "კვარაცხელია აღმოჩენაზე მეტად, ჩემპიონია, მასზე ზედმეტ საუბარს აზრიც არ აქვს"
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუჩიანო მოჯიმ "ნაპოლის" ამჟამინდელი მდგომარეობისა და გუნდის ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ნაპოლის" ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც ევროპაში იტალიის პრესტიჟს იცავენ. კლუბი ჯანმრთელია, რის გამოც "ნაპოლი" და მისი მენეჯერები დასაფასებელნი არიან. "ნაპოლის" მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის გაუმართლა.
"ნაპოლი" და "იუვე" ორი სრულიად განსხვავებული რამაა: "იუვე" ცდება, რადგან როდესაც 34 წლის ფეხბურთელები მოგყავს და ამ შედეგებს იღებ, ვალებში ჩავარდები. "ნაპოლის" ჰქონდა უზარმაზარი გამბედაობა, რადგანაც გაუშვა ძველი ლიდერები და ჩაანაცვლა ისინი ბიჭებით, რომლებიც შოუს აწყობენ. გამოსარჩევია ლობოტკა, რომელიც იტალიის სერია A-ს საუკეთესო ნახევარმცველია.
კვარაცხელიაზე საუბარს აზრიც კი არ აქვს, რადგანაც ის ჩემპიონი ფეხბურთელი უფროა, ვიდრე უბრალოდ აღმოჩენა.
მომავალში ამ გუნდს უზარმაზარი პოზიტიური პერიოდის შექმნა შეუძლია. ასევე, დი ლორენცოს სახით იტალიის ნაკრებსაც დიდი ხერხემალი აქვს.
სპალეტიმ გაიგო ყველაფერი, რისი გაგებაც სჭირდებოდა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მართალია მწვრთნელმა შეძლო სრულად გაეგო თავისი ფეხბურთელების მახასიათებლები, მაგრამ არ უნდა გაუშვას ხელიდან ჩემპიონატის მოგების შანსი ისე, როგორც ეს წინა წელს დაემართა. ბიჭების გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით, შეიძლება ეს მისია რთული გახდეს. ბოლო მომენტში შესაძლოა გაჭირდეს, რადგან არ უნდა ვიფიქროთ, რომ "ინტერი" ბრძოლას ჩამოშორდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება და გაირკვევა, თუ რომელ გუნდს ჰყავს უკეთესი მწვრთნელი", - თქვა ლუჩიანო მოჯიმ.
21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებს აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს.