ბარსელონამ ვილიარეალს მარტივად მოუგო | რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ?
ლა ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ვილიარეალმა ბარსელონას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრის დაწყებამდე, კატალონიელები რეალს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდნენ, ასე რომ, მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, მათ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს.
ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. ანგარიში სწრაფად, მე-12 წუთზე, რაფინიას პენალტით გაიხსნა, მერე კი მოხდა ის, რამაც ვილიარეალს თამაშის გადარჩენის შანსი შეუმცირა. რენატო ვეიგამ ლამინე იამალს უკნიდან გაშლილი ფეხი ჩაარტყა, რის გამოც 'ყვითლები' 10 კაცით დარჩნენ.
63-ე წუთზე თავად იამალმა გაიტანა მეორე გოლი, 65-ზე მიქაუტაძე შემოვიდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ქართველ ფორვარდს ჰქონდა ერთი კარგი მომენტი, თუმცა თითქმის ერთი-ერთზე გასულს ბარსელონას მეკარემ, ჟოან გარსიამ აჯობა. იმის გათვალისწინებით, რომ მიქაუტაძემ მინდორზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა, მაინც კარგი შეფასება მიიღო (7.1 ქულა).
ვილიარეალი მესამე ადგილზე მყოფ ატლეტიკოს 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა მიქაუტაძის გუნდს 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
Final del partido.#VillarrealBarça pic.twitter.com/FyTpY0xOTV
— Villarreal CF (@VillarrealCF) December 21, 2025