Belive

ჰანსი ფლიკი: "გვსურს, რომ ატლეტიკოსთან შეუძლებელი შესაძლებელად ვაქციოთ"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის 1/2-ფინალის, საპასუხო მატჩის წინ, ბარსელონას გერმანელი თავკაცი - ჰანსი ფლიკი თავდაჯერებულია და სჯერა, რომ მის გუნდს თამაშში დაბრუნება და ფინალში გასვლა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენა 4 ბურთიანია.

"ყველამ იცის, რა გველოდება ხვალ. გვინდა, შეუძლებელი შესაძლებელი გავხადოთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ვიცით, რომ ეს რთულია. ატლეტიკომ პირველ დაპირისპირებაში გვაჯობა, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.

პედრის სასტარტოში თამაში? ეს სიტუაცია კარგად უნდა ვმართოთ. როგორც იცით, წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ის ჩვენთანაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ - გუნდისგან სწორედ ამის ნახვა მინდა. ვილიარეალის წინააღმდეგ ორი განხვავებული გუნდი ვნახეთ. მთავარი ინტენსივობა და გუნდურად თამაშია.

ლევანდოვსკის არყოფნას უნდა შევეგუოთ. ეს სამწუხარო შემთხვევა იყო. მისი, დე იონგის ან გავის მსგავსი ფეხბურთელების დაკარგვა ძალიან სამწუხაროა.

მატჩს კარის მშრალად შენახვის განზრახვით ვიწყებთ და მჯერა, რომ ამას შევძლებთ - რა თქმა უნდა, არაუხო მატჩების სასტარტოში სათამაშოდ მზადაა. რატომაც არა? ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც კარგად თამაშობს. ვნახოთ. ახლა შემადგენლობას ვერ გეტყვით. ვიცი მისი ძლიერი მხარეები და რა მოაქვს გუნდისთვის. ამაზე უნდა დავფიქრდე.

არ ვიცი, ვაჩვენებ თუ არა გუნდს სამოტივაციო ვიდეოს. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ მეშინია.

იამალი? ყურადღება ყოველთვის გუნდზეა. მისი პირველი გოლი ბურთის შესანიშნავი დაბრუნების შემდეგ გავიდა. ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია. საქმე არა მხოლოდ ლამინში, არამედ მოედანზე მყოფ ყველა მოთამაშეშია." - ჰანსი ფლიკი

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი დღეს გაიმართება. თამაში ამჯერად ბარსელონაში შედგება და კამპ ნოუზე, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ბარსელონას რთული, თუმცა არა შეუსრულებელი მისია აქვს...

სხვა სტატიები