ბარსელონამ ვილიარეალს 0:2-დან მოუგო | მიქაუტაძის შეფასება
ლა ლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
კატალონიელებისთვის მატჩი კატასტროფულად დაიწყო და გუნდი მე-7 წუთზე უკვე 0:2-ს აგებდა. შემდეგ მოხდა ის, რაც ვილიარეალს ძალიან ხშირად ემართება. სტუმრებს ამ 7 წუთის შემდეგ არაფერი შეუქმნიათ და ზეწოლას დაცვაშიც ვერ გაუძლეს.
მართალია, პირველი ტაიმი 2-ბურთიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა იგრძნობოდა, რომ ბარსელონას მარტივად შეეძლო ამ გამოწვევის დაძლევა (იამალმა პირველ ტაიმში პენალტიც გააფუჭა). საბოლოოდ, 'ბლაუგრანამ' საქმე მეორე ტაიმში მოამთავრა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 85 წუთი გაატარა, თუმცა დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ გატანილი 2 გოლის შემდეგ, მის გუნდს და შესაბამისად ქართველფორვარდსაც, ბურთი არ ჰქონიათ. მისი შეფასება 6.2-დან 6.7-დეა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მონაცემებით).
ბარსელონა დარჩა პირველ ადგილზე და რეალს ისევ 3 ქულით უსწრებს, ხოლო ვილიარეალს 15 ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა.
WHAT A COMEBACK!!! pic.twitter.com/ygFati5b7J
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 22, 2026