დეკუ - "ის რაც ბარსელონაში ხდება ნორმალური არ არის"
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკომ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ახალი ცენტრალური მცველის დამატების შესაძლებლობა კვლავ განიხილება. კატალონიურ კლუბს ჟიულ კუნდე და ხავი ესპარტი აკლია. ორივე ფეხბურთელს კოჭის ტრავმა აქვს. ასევე ტრავმირებულები იყვნენ ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი, მაგრამ ეს ორი ფეხბურთელი გუნდს დაუბრუნდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ბარსელონას დაცვის ხაზში პრობლემები მაინც აქვს.
დეკოს თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციისა და გუნდის საჭიროების შესაბამისად მიიღებენ. პორტუგალიელის განმარტებით, გუნდის თავდაპირველი საზრუნავი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება იყო, თუმცა ახლა უფრო პრიორიტეტული მცველის პოზიციაა.
თუ სიტუაციას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ტრავმების ძალიან დიდი რაოდენობა გვქონდა, რაც ნოემბრისთვის ნორმალური არ არის. ანდრეასი, ერიკი, კუნდე და შემდეგ ხავი ესპარტი. ტრავმებმა სიტუაცია ძალიან გაგვირთულა. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა და გადაწყვეტილება მწვრთნელთან ერთად მივიღოთ. თუ იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გასვლა გვსურს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ.
მუდმივად იცვლება ყველაფერი. ფლიკმა ბოიან კრკიჩს უთხრა, რომ ამ სეზონში რაფინიას სხვადასხვა პოზიციაზე გამოყენებას აპირებდა. მან ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. - დეკო
ფლიკის მიერ შემტევი ფეხბურთელების სხავდასხვა პოზიცაიზე გამოცდის აუცილებლობა, ნათლად ასახავს ბარსელონაში დაცვის ხაზში არსებულ კრიზისს. დეკომ ფინანსურ შეზღუდვებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსური ფეარ პლეის წესები კვლავ ზღუდავს კლუბის სატრანსფერო შესაძლებლობებს. შესაბამისად, ახალი მცველის დამატება დამოკიდებული იქნება ხელსაყრელი შეთავაზების გამოჩენასა და ფინანსური რესურსის გამოთავისუფლებაზე.
🚨🎙️| Deco: “Signing a CB in January? Everything is possible. It's true that injuries have COMPLICATED things, and of course we have to analyze, sit down with the manager, and decide. To go in January, we have to know very well what we're looking for.” #fcblive pic.twitter.com/NiUL5amwsb
— BarçaTimes (@BarcaTimes) November 18, 2026