"ბარსელონამ" 2022/23 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმის დიზაინი წარადგინა.
ახალი დიზაინის ინსპირაციის წყაროს კლუბის ისტორიაში არსებული უნიკალური მიღწევები წარმოადგენს.
აღნიშნული ფორმა გუნდისთვის რიგით მეორე იქნება და ამ მაისურებით "ბარსას" ფეხბურთელები მეტოქის სტადიონზე ჩასატარებელ შეხვედრებში ითამაშებენ.
მაისური ოქროსფერია და ის პირდაპირ კავშირშია 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებთან, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა. აღნიშნული წელი საფეხბურთო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ვინაიდან 1992 წელს, იმ დროისთვის იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.
იგივე იდენტობის მატარებელია სათამაშო ფორმის ქვედა ნაწილი და გეტრები. ტექნიკური პარტნიორისა და კლუბის ლოგოები შესრულებულია მუქ ლურჯ ფერში.