Belive

პაუ კუბარსი: "დილით ვვარჯიშობ და შემდეგ 15:00-დან, 20:00 საათამდე სკოლაში მივდივარ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 17 წლის ცენტრალურმა მცველმა - პაუ კუბარსიმ, ესპანურ მედიასთან ისაუბრა, თუ როგორ ათავსებს ერთმანეთთან სწავლა-განათლებასა და პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს.

"ჯერ 17 წლის ვარ, უკვე თითქმის 1 წელია რაც ბარსელონას პირველ გუნდში ვირიცხები და ბედნიერი ვარ, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც თავს ვიმკვიდრებ.

თავდაპირველად, ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გადახარშვა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ბევრი ხალხის ყურადღების ცენტრში მოხვედრას - რომ გამოვჩნდი, თავდაპირველად ბევრ ნეგატიურ კომენტარს ვკითხულობდი, თანაც ბარსელონა მაინცდამაინც უძლიერესი გუნდი არ იყო.

ამ ნეგატივმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა და ამაყი ვარ, რომ ეს რთული პერიოდი დავძლიე.

ბევრს აინტერესებს თუ როგორ შევუთავსე ერთმანეთს სწავლა-განათლება და პროფესიონალური სპორტსმენობა - მე საშუალო სკოლის მეორე კურსზე ვარ. დილით ვვარჯიშობ და შემდეგ 15:00-დან, 20:00 საათამდე სკოლაში მივდივარ.

თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩია ან კლუბთან ერთად გამგზავრება მიწევს და სკოლაში წასვლა არ შემიძლია, მეორე დღეს ვითხოვ იმ მასალას, რაც გამოვტოვე და ვმეცადინეობ.”
- პაუ კუბარსი

პაუ კუბარსს "ბარსელონას" ძირითად გუნდში დებიუტი 2024 წლის 13 აპრილს ჰქონდა. მას შემდეგ 17 წლის ესპანელმა ვუნდერკინდმა კატალონიური გრანდის მაისურით 38-ჯერ ითამაშა.

კუბარსს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე 3 მატჩი აქვს ჩატარებული, იგი ასევე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც იმყოფებოდა.

სხვა სტატიები