"ბარსა ფავორიტია, მაგრამ ნაპოლის დიდი უპირატესობა აქვს" - ენრიკო ფედელე
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალური წყვილები გახდა ცნობილი. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის გარემოება, თუ ვის დაუწყვილდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" და წილისყრის შედეგად, "ნაპოლი" "ბარსელონას" დაუწყვილდა.
შეიძლება ითქვას, რომ წყვილში ფავორიტის სტატუსით კატალონიური გრანდი სარგებლობს, თუმცა "ნაპოლი" უპირობო ანდერდოგი არაა. ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი - ენრიკო ფედელე, იტალიის მოქმედი ჩემპიონის შანსებს აფასებს.
"ბარსელონა" ფავორიტია. გულწრფელად რომ ვთქვა, წილისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან ეს "ნაპოლისთვის" დიდებული გამოწვევაა. წყვილში ფავორიტის სტატუსით "ბარსელონა" სარგებლობს და სწორედ ესაა "ნაპოლის" უპირატესობა. თუ "ნაპოლი" გაიმარჯვებს, მაცარისთვის ეს უდიდესი წარმატება იქნება. თუ "ნაპოლი" დამარცხდება, მათ არავინ გააკრიტიკებს. - ენრიკო ფედელე.