Belive

ბარსელონამ გადაწყვეტილება მიიღო - გუნდი მარკუს რაშფორდს არ გამოისყიდის

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ კლუბი მარკუს რაშფორდის გამოსყიდვის უფლებით არ ისარგებლებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული €30 მილიონიანი ოფციის გააქტიურების ვადა 15 ივნისამდე გრძელდება.

ესპანური გამოცემა „El Nacional“ იუწყება, რომ კატალონიური კლუბი საბოლოო დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გუნდი მადრიდის ატლეტიკოსთან  ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა. გუნდში თვლიან, რომ რაშფორდი ვერ მოერგო პროექტს და ვერ აჩვენა ის დონე, რომელიც აუცილებელია გუნდის სრულფასოვანი წევრობისთვის. უფრო მეტიც, წყაროს ინფორმაციით, ფასის შემცირებაც კი ვერ შეცვლიდა გადაწყვეტილებას — ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება. როგორც ცნობილია, დეკომ - გუნდის  სპორტულმა დირექტორმა, თავად აცნობა ფეხბურთელს კლუბის პოზიცია. 

სოციალურ პლატფორმებზე, განსაკუთრებით Reddit-ზე, ბევრმა მხარდამჭერმა კლუბის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ რაშფორდმა სეზონის მეორე ნახევარში ვერ გაამართლა მოლოდინები. გულლშემატკივართა ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად კარგი სტატისტიკისა, ფეხბურთელი უბრალოდ ვერ მოერგო გუნდის სტილს და უკეთესი იქნება კლუბმა უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებზე გააკეთოს აქცენტი.

„მარკას“ ინფორმაციით, ბარსელონა უკვე აქტიურად ეძებს ალტერნატივებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ატლეტიკოში მოთამაშე ალექსანდრ სორლოტია.

სხვა სტატიები