Belive

ბაიერნთან განმეორებით შეხვედრაში ნეიმარის თამაში საეჭვოა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენი" აცხადებს, რომ ნეიმარს ტერფი არ მოუტეხავს, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის ითამაშებს თუ არა "ბაიერნთან" განმეორებით შეხვედრაში.

ბრაზილიელმა ბოლო შეხვედრაში, "ლილის" წინააღმდეგ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა, თუმცა, 48-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

image-2-3

ნეიმარმა ტრავმა ბენჟამინ ანდრესთან შეჯახებისას მიიღო. ბრაზილიელს კოჭი გადაუბრუნდა და კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, "პსჟ-მ" განაცხადა, რომ ფორვარდს რენტგენი გადაუღეს, სადაც მოტეხილობა არ ჩანდა. ფრანგი მედიკოსების განცხადებით, ნეიმარს კიდევ ჩაუტარდება გამოკვლევები. არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 31 წლის ფეხბურთელის "ბაიერნთან" თამაში ძალიან საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბაიერნის" წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრა ელით. მატჩი 8 მარტს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები