Belive

მორიგი რეკორდი - ჰარი კეინი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში, კერძოდ კი "უემბლიზე" შედგა, სადაც ინგლისმა იტალიის ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით, 3:1 დაამარცხა.

ამ პრინციპულად მნიშვნელოვან მატჩში, დუბლის შესრულება შეძლო - ჰარი კეინმა, რომელმაც მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

კერძოდ კი, დღევანდელ მატჩში შესრულებული დუბლით, 30 წლის ფორვარდმა "უემბლიზე" გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა (25) და ინგლისის ნაკრების საშინაო არენაზე გატანილი გოლებით, ბობი ჩარლტონს გადაუსწრო (24).

შეგახსენებთ, რომ "უემბლი" ინგლისის საფეხბურთო ნაკრების სტადიონი 1923 წლიდან არის, 2007 წელს კი სტადიონის რეკონსტრუქცია ჩატარდა.

ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების მაისურით 86-ე მატჩი ჩაატარა და 59-ე გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები