Belive

დიეგო სიმეონე: "არ მესმის, თუ რატომ ვერ მოიგო რაფინიამ გასულ წელს ოქროს ბურთი"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა ბარსელონამ შუა კვირაში ჩაატარა და ატლეტიკო მადრიდს 'ნოუ კამპზე' 3:1 მოუგო. ბარსელონამ, მიმდინარე სეზონში, რამდენიმე პრინციპული თამაში წააგო (რეალთან, ჩელსისთან) და ამ გამარჯვებამ ჰანსი ფლიკს სიამაყის საბაბი მისცა.

ამ გამარჯვების შემდეგ კი ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარსელონა ლა ლიგის მე-20 ტურსაც ლიდერის რანგში შეხვდება.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ტრავმიდან ახლად დაბუნებულმა რაფინიამ, რომელიც უკვე ზედიზედ მეორე მატჩია საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ამ ფაქტის შესახებ კი დიეგო სიმეონემ ისაუბრა.

"რაფინია წარმოუდგენელი ფეხბურთელია. მას ყველგან შეუძლია თამაში. ვინგერად, თავდამსხმელად, ნახევარმცველად, ფლანგის მცველად...

შეუძლია გოლების გატანა, შექმნა, პრესინგი და ძალიან ბევრი სირბილი. საერთოდ არ მესმის, თუ რატომ ვერ მოიგო ოქროს ბურთი გასულ წელს" - დიეგო სიმეონე

შეგახსენებთ, რომ რაფინიას საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა, თუმცა ამის მიუხედავად მას მიმდინარე ლა ლიგაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული.

ბარსელონა შემდეგ მატჩს კი 6 დეკემბერს, სტუმრად ბეტისის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები