Belive

ბაიერნთან საპასუხო მატჩის გამოტოვება რეალის 6 ფეხბურთელს ემუქრება

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალის ლიდერებს ბაიერნთან მატჩში სერიოზული გამოცდა ელით - უეფას წესების თანახმად, ხვალ, ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ალიანც არენაზე დაგეგმილ საპასუხო შეხვედრაში, სამეფო კლუბს, შესაძლოა, 6 ფეხბურთელი დააკლდეს.

ბარათების დაგროვების გამო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის გამოტოვება კილიან მბაპეს, ვინისიუს ჟუნიორს, ორელიენ ჩუამენის, ჯუდ ბელინგემს, დინ ჰუისენსა და ალვარო კარერასს ემუქრებათ.

მბაპე ,,სახიფათო ზონაში“ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ყვითელი ბარათი (მე-2 ლიგის მიმდინარე სეზონში) მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, მერვედფინალის საპასუხო მატჩში მიიღო.

უეფას რეგულაციების თანახმად, მოთამაშეებზე დისციპლინური სანქციები შემდეგი პრინციპით ვრცელდება:

  • ფეხბურთელი ავტომატურად ტოვებს მომდევნო მატჩს, როგორც კი ტურნირის განმავლობაში ჯამში 3 ყვითელ ბარათს დააგროვებს.

  • მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგროვილი ყვითელი ბარათები მეოთხედფინალური ეტაპის დასრულებისთანავე ანულირდება.

სხვა სტატიები