Belive

ნოიერი: ,,შეხედეთ პსჟ-ს - ისინი უბრალოდ „მკვლელები“ იყვნენ''

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა, პარი სენ ჟერმენთან გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, დღეს შეტევაში „მკვლელის ინსტინქტი“ დაგვაკლდა. მართალია, ბევრი აშკარა საგოლე მომენტი არ გვქონია, თუმცა გოლის გასატანად საკმარისი შანსები მაინც შევქმენით.

შეხედეთ პსჟ-ს - ისინი უბრალოდ „მკვლელები“ იყვნენ, პირველ შეხვედრაში ხუთი გოლი რომ გაიტანეს. სწორედ ეს დაგვაკლდა დღეს. ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით.

სამწუხაროდ, გოლი გვიან გავიტანეთ და კიდევ 1 მომენტის შესაქმნელად დრო აღარ დაგვრჩა. მზად ვიყავით, მაგრამ პარიზის საჯარიმოში საკმარისად პროდუქტიულები ვერ აღმოვჩნდით.

ბუნდესლიგის ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ. ახლა მოუთმენლად ველოდებით გერმანიის თასის ფინალს ბერლინში. თუმცა, ამ წუთას, იმედგაცრუება მაინც სჭარბობს.'' - მანუელ ნოიერი

პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები