Belive

"ჩემი ოცნება რეალ მადრიდში თამაშია" - ლენარტ კარლი

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის 17 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის ლენარტ კარლის ინტერვიუმ მსოფლიო მედია მოიცვა, როდესაც მან თავისი ოცნების კლუბ რეალ მადრიდზე ისაუბრა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ბაიერნის გულშემატკივრებს ღიად გაუმხილა.

კარლს კითხვა დაუსვეს ოცნებობდა თუ არა ის ბაიერნის გარდა სხვა კლუბში თამაშზე, რაზეც მისი პასუხი გულწრფელი და შესაძლოა ცოტათი გულუბრყვილოც კი იყო.

ბაიერნი ძალიან, ძალიან დიდი კლუბია, აქ თამაში ძალიან მიყვარს, მაგრამ ასევე კიდევ ერთი ოცნება მაქვს, მაგრამ ჩემი ოცნება რეალ მადრიდში თამაშია, ეს ჩემი ოცნების კლუბია, მინდა, რომ ეს ჩვენს შორის დარჩეს. რა თქმა უნდა ბაიერნი განსაკუთრებული კლუბია და აქ თამაშით ბედნიერი ვარ. - ლენარტ კარლი - მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი

ლენარტ კარლი აშაფენბურგის აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც ფრანკფურტის აინტრახტისა და ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდებშიც უასპარეზია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წელს როდესაც კარლი 10 წლის იყო მისი რეალ მადრიდის აკადემიაში გადასვლა ძალიან რეალური იყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნის მთავარ გუნდს გასული წლიდან შეუერთდა და 22 შეხვედრაში უკვე მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას მიუნხენურ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები