პარი სენ-ჟერმენი ბაიერნთან სპეციალური მაისურით ითამაშებს
ბაიერნი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს - პრინციპული მატჩი, რომელიც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალისტს გამოავლენს, 6 მაისს, 23:00 საათზე, ალიანს არენაზე გაიმართება.
პარი სენ-ჟერმენი რეკორდმაისტერთან გასამართ მატჩში სპეციალური (Paris night edition x Jordan) მე-5 მაისურით გავა მოედანზე. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში აღნიშნული მაისურით უკვე ვიხილეთ, როდესაც ჩელსი დაამარცხეს.
🚨🥇| JUST IN: PSG are set to wear their 5th kit “Paris night edition x Jordan”, vs Bayern Munich F.C in the UEFA Champions League semi-final. @OLIVETALLARON #FCBPSG | #UCL pic.twitter.com/573jACbmSP
— PSG Report (@PSG_Report) May 3, 2026
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენსა და ბაიერნს შორის პარიზში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება ფრანგული გრანდის გამარჯვებით, 5:4 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა.