Belive

ბაიერნს პავარის შენარჩუნება სურს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნს" ფრანგი მცველის შენარჩუნება სურს და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

"რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა - ჰასან სალიჰამიჯიჩმა აღნიშნა, რომ "ბაიერნი" პავართან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"ახალ კონტრაქტს პავართან განვიხილავთ. მის შეხედულებებს მოვისმენთ, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. მიხარია, რომ ის ჩვენთანაა, პავარი კარგად ირჯება და მისი პერფორმანსები საკმაოდ მაღალი დონისაა", - სალიჰამიჯიჩი.

შეგახსენებთ, ბენჯამინ პავარი "რეკორდმაისტერს" 2019 წელს შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში ფრანგმა მცველმა 107 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, პავარი "ბაიერნში" 2024 წლის ივნისამდე დარჩება.

სხვა სტატიები