ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
16 გუნდი წყვილებში ასე გადანაწილდა:
ბრიუგე - ასტონ ვილა
დორტმუნდი - ლილი
რეალი - ატლეტიკო
ბაიერნი - ლევერკუზენი
პსვ - არსენალი
ფეიენოორდი - ინტერი
პსჟ - ლივერპული
ბენფიკა - ბარსელონა
ხვიჩა კვარაცხელიას ,,პსჟ'' ,,ლივერპულის'' ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 1/4-ფინალში ,,ბრიუგეს'' ან ,,ასტონ ვილას'' შეხვდება.
მერვედფინალის პირველი მატჩები 4 და 5 მარტს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 11 და 12 მარტსაა ჩანიშნული.
ტურნირის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, ,,ალიანც არენაზე'' გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ,,რეალია'' რომელმაც გასულ წელს ფინალში ,,დორტმუნდი'' დაამარცხა.