ბაიერნმა ქომაგების მიერ გაშლილი ბანერის გამო ალ-ხელაიფის მოუბოდიშა
,,ბაიერნის'' გულშემატკივრებმა ,,პსჟ-სთან'' მატჩის დაწყების წინ, პარიზული გუნდის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის გამოსახულებით ბანერები გაშალეს. ფანები კითხულობდნენ, როგორ შეიძლება ალ-ხელაიფი ერთდროულად იყოს კლუბის მფლობელი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ევროპის საკლუბო ასოციაციის თავმჯდომარე და ტელევიზიის აქციონერი... გერმანელებმა კატარელ ბიზნესმენს პლუქტოკრატიც (გაბატონებული კლასის ყველაზე უფრო მდიდარი ფენის წარმომადგენელი, რომელსაც თავისი სიმდიდრით აქვს მოპოვებული გავლენა და ძალაუფლება) უწოდეს.
მიუნხენური გრანდი გულშემატკივართა პოზიციას ოფიციალური განცხადებით გაემიჯნა:
,,შეხვედრის დაწყებამდე ალიანც არენაზე ჩანდა ბანერი, რომელიც პსჟ-სა და მისი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფისადმი იყო მიმართული. ბაიერნს სურს ბოდიში მოუხადოს მეტოქე გუნდსა და მის წარმომადგენლებს, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან.
კლუბს სურს განმარტოს, რომ ეს ბანერები ბაიერნის პოზიციას არ ასახავს და არ შეეფერება ჩვენს გუნდებს შორის არსებულ კარგ და ხანგრძლივ ურთიერთობას. ასეთი ტონი ეწინააღმდეგება ბაიერნის სტილსა და იმ პატივისცემას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაგვაჩნია.'' - წერია ბაიერნის განცხადებაში
,,ბაიერნის'' გულშემატკივრები დიდ ხანს აპროტესტებდნენ მათი საყვარელი გუნდისა და კატარის თანამშრომლობას. გულშემატკივრებმა მიზანს საბოლოოდ გასულ წელს მიაღწიეს, როცა კლუბსა და Qatar Airways-ს შორის 5-წლიანი პარტნიორობა დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ,,ბაიერნმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა და კიმის გოლით 1:0 დაამარცხა.
🚨🚫 Bayern Munich fans produce display against Nasser Al-Khelaifi. (@StefanKumberger)
— EuroFoot (@eurofootcom) November 26, 2024
📌 "Minister, club owner, TV rights holder, UEFA member, ECA chairman all in one."
📌 "F*ck off, plutocratic Al-Khelaifi." pic.twitter.com/5EJ3JzpCrd