ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? კვარაცხელია Goal-ის ფავორიტთა შორისაა
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-მა, ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინია.
ნომინანტთა შორის მე-11 პოზიციაზეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც Goal წერს:
,,2025-26 წლების სეზონი: 16 გოლი, 9 საგოლე გადაცემა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა ახლა რომ გვიწევდეს, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. პსჟ-ს გარემარბმა პლეი-ოფის 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, რომელთა შორისაც რამდენიმე ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
თუმცა, მის მაქსიმალურ პოზიციას ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგში, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა განსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, თუ ფეხბურთელი, რომელსაც „კვარადონას“ ეძახიან, კვლავაც ასე წარმატებით იასპარეზებს მაღალი დონის ევროპულ მატჩებში, ის France Football-ის ათეულში ადგილს აუცილებლად დაიმსახურებს.'' - Goal.com
,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
ჰარი კეინი
მაიკლ ოლისე
კილიან მბაპე
ლამინე იამალი
ლუის დიასი
ერლინგ ჰოლანდი
უსმან დემბელე
ხულიან ალვარესი
ვიტინია
დეკლან რაისი
ხვიჩა კვარაცხელია
რაფინია
გაბრიელ მაგალაეში
ვინისიუს ჟუნიორი
ლეო მესი
ბრუნო ფერნანდეში
კრიშტიანუ რონალდუ
ლაუტარო მარტინესი
პედრი
ფედერიკო ვალვერდე