ბაიერნი ოლისეს მოთხოვნას დააკმაყოფილებს | კლუბი იშვიათ დათმობაზე მიდის
მაიკლ ოლისე მიუნხენური კლუბის პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა. ფრანგმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის დროსაც შესანიშნავად ითამაშა, რის შემდეგაც, ბაიერნისთვის, განხილვის საგნად იქცა. კლუბს სურს, ფეხბურთელთან სწრაფად შეთანხმდეს და ოლისეს რაც შეიძლება მიმზდიველი კონტრაქტი შეთავაზოს, რომელიც ფრანგს კლუბში 2032 წლამდე დატოვებს. "Bild"-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, რომ ბაიერნი ოლისეს შესანარჩუნებლად, ძალიან იშვიათ დათმობაზე წასასვლელად მზადაა. თუმცა ოლისეს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.
გეგმა, ოლისეს ახალ კონტრაქტში, გამოსასყიდი თანხის პუნქტის ჩაწერას ითვალისწინებს, თუმცა ისეთი პირობებით, რომლებიც ბაიერნის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს. საუბარია 200 მილიონ ევროზე - თანხაზე, რომელიც გერმანულ გრანდს საკმარის მოქნილობას მისცემს და იმავდროულად, ფრანგი ფეხბურთელის სურვილსაც გაითვალისწინებს, რომ გრძელვადიან კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის გარეშე არ აღმოჩნდეს.
ბაიერნმა ისიც იცის, რომ ოლისეს არაერთი გუნდი აკვირდება. გავრცელებული ცნობებით, მისით დაინტერესებულნი მადრიდის რეალი და ლივერპული არიან. ამიტომ, ბაიერნის ხელმძღვანელობა ჩიხში შესვლის თავიდან ასაცილებლად, აქტიურად მუშაობს და ცდილობს, გარემარბის მომავალზე შეთანხმებას რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს. გამოსასყიდი პუნქტის დათმობა, ბაიერნისთვის, უჩვეულო ნაბიჯი იქნება, თუმცა კლუბმა შესაძლოა, 200 მილიონი ევრო მისაღებ კომპრომისად მიიჩნიოს, რათა ოლისე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
🚨🚨| NEW: Bayern Munich could insert a 𝐑𝐄𝐋𝐄𝐀𝐒𝐄 𝐂𝐋𝐀𝐔𝐒𝐄 of around €200m for Michael Olise in new contract negotiations. 👀🇫🇷
— CentreGoals. (@centregoals) October 7, 2026
Bayern would prefer not to include a clause, but Olise could be open to the idea.
[@cfbayern] pic.twitter.com/3ZhszIwULe