Belive

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და 1/4-ფინალის საგზური კიდევ 4-მა გუნდმა - ბარსელონამ, ლივერპულმა, ბაიერნმა და ატლეტიკომ გაიფორმა.

მომდევნო ეტაპზე გუშინ პსჟ, რეალი, არსენალი და სპორტინგი გავიდნენ. შედეგად, 1/4-ფინალში ასეთი წყვილები მივიღეთ:

  • პსჟ - ლივერპული

  • სპორტინგი - არსენალი

  • ბარსელონა - ატლეტიკო

  • რეალი - ბაიერნი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლივერპულის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 1/2-ფინალში ბაიერნს ან რეალს შეხვდება.

მეოთხეფინალის პირველი მატჩები 7 და 8 აპრილს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 14 და 15 აპრილსაა ჩანიშნული.

ტურნირის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი პარი სენ ჟერმენია, რომელმაც გასულ წელს ფინალში ინტერი დაამარცხა.

სხვა სტატიები