აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვება არ უნდა
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო აცხადებს ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობას არ უნდა, რომ კვარამ იტალიური გუნდი დატოვოს.
ქართველი ვარსკვლავის მიმართ დიდია ინტერესი როგორც პრემიერ ლიგის სხვადასხვა გუნდიდან, ასევე "პსჟ"-სგან, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტს მისი შენარჩუნება სურს, რადგან ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლაა მოსალოდნელი, ფრანგულ გუნდის ინტერესის სფერო ნიგერიელი თავდამსხმელიცაა.
ჯერ ჯერობით უახლესი ინფორმაციის თანახმად ნაპოლი კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეიძლება მალე ითხოვს.
🚨🇬🇪 Napoli president De Laurentiis has no intention to sell Khvicha Kvaratskhelia this summer.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 11, 2024
Despite interest from PL clubs and PSG, Napoli want to keep Kvara as Osimhen is expected to leave — PSG also keen.
↪️ Napoli will push to extend Kvara’s contract as soon as possible. pic.twitter.com/x4JiIxnDlc