პსჟ მეოთხეა - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობები
Transfermarkt.com-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა მადრიდის რეალს ჰყავს, რომლის ფეხბურთელები 1,38 მილიარდ ევროდაა შეფასებული.
მე-4 ადგილს იკავებს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი - პარი სენ ჟერმენი (1,19 მილიარდი ევორ).
ტოპ ოცეულში ყველაზე მეტი, 11 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა, 3-3 - ლა ლიგიდან და სერია A-დან, 2 ბუნდესლიგიდან, 1 კი - ლიგა 1-დან.
20 გუნდი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს:
რეალი - 1,38 მილიარდი ევრო
არსენალი - 1,29 მილიარდი დრო
მანჩესტერ სიტი - 1,19 მილიარდი ევრო
პსჟ - 1,19 მილიარდი ევრო
ჩელსი - 1,18 მილიარდი ევრო
ბარსელონა - 1,12 მილიარდი ევრო
ლივერპული - 1,04 მილიარდი ევრო
ბაიერნი - 981 მილიონი ევრო
ტოტენჰემი - 879 მილინიო ევრო
მანჩესტერ იუნაიტედი - 719 მილიონი ევრო
ნიუკასლი - 713 მილიონი ევრო
ინტერი - 670 მილიონი ევრო
ნოტინგემ ფორესტი - 620 მილიონი ევრო
იუვენტუსი - 603 მილიონი ევრო
ატლეტიკო - 589 მილიონი ევრო
ბრაიტონი - 520 მილიონი ევრო
ასტონ ვილა - 520 მილიონი ევრო
დორტმუნდი - 511 მილიონი ევრო
ნაპოლი - 503 მილიონი ევრო
კრისტალ პალასი - 502 მილიონი ევრო
