Belive

ატლეტიკო ლა ლიგის შემდეგ ტურში სპეციალური ფორმით ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგის 31-ე ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ სპეციალური ფორმით ითამაშებს.

სპეციალური ფორმით თამაშის მიზეზი კი ის არის, რომ კლუბი დაარსების 120 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მადრიდის "ატლეტიკო" 1903 წელს დაარსდა, მადრიდელებმა კი პირველად სწორედ იმ ფორმით ითამაშეს, რომელსაც "ატლეტიკო" "ხეტაფეს" წინააღმდეგ ჩაიცვამს.

მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს" დაპირისპირება 26 აპრილს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები