Belive

ბეშიქთაში, ფენერბაჰჩე და ახლა უკვე გალათასარაი - ბაჩუაიმ კლუბი კვლავ შეიცვალა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდი - მიჩი ბაჩუაიმ კლუბი შეიცვალა, თუმცა არც ქალაქი და არც ქვეყანა არ გამოუცვლია.

30 წლის ფორვარდი კვლავ სტამბოლში დარჩა, თუმცა "ფენერბაჰჩედან" "გალათასარაიში" გადავიდა, რამაც ფენერის ქომაგების აგრესია უკვე გამოიწვია.

ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მიჩი ბაჩუაისთვის ეს უკვე მესამე სტამბოლური კლუბია. მან პირველად "ბეშიქთაშში" 2021/2022 წლების სეზონში ითამაშა, მაშინ როდესაც "ჩელსიდან" გაანათხოვრეს.

ამის შემდეგ კი იგი "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავდა, სადაც 46 მატჩში 24 გოლის გატანა შეძლო, თუმცა კლუბთან ერთად თურქეთის სუპერ თასის ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.

ახლა კი სწორედ იმ კლუბში - "გალათასარაიში" გადავიდა, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 30 წლის ბელგიელი, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელმაც შეძლო და სამივე სტამბოლურ გრანდში ითამაშა.

ბაჩუაი "გალათასარაიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები