Belive

ოფიციალურად | მიროსლავ კუბეკი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი იქნება

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - მიროსლავ კუბეკი, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე უხუცესი მწვრთნელი იქნება, რომელსაც მუნდიალზე გუნდი გაუყვანია.

74 წლის ასაკში იგი გახდება მუნდიალის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

როდესაც პირველი მატჩები გაიმართება, ჩეხეთის მთავარი მწვრთნელი 74 წლისა და 285 დღის იქნება, რითაც ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი იქნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

აქამდე მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელები იყვნენ:

  • 1) ოტო რეჰაგელი (გერმანია, 2010 წლის მუნდიალი) - 72 წლის & 317 დღის

  • 2) ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი, 2018 წლის მუნდიალი) - 71 წლის & 125 დღის

  • 3) ლუის ვან გაალი (ნიდერლანდები, 2022 წლის მუნდიალი) - 71 წლის & 123 დღის

  • 4) ჩეზარე მალდინი (პარაგვაი, 2002 წლის მუნდიალი) - 70 წლის & 130 დღის

  • 5) კარლოს კეირუში (ირანი, 2022 წლის მუნდიალი) - 69 წლის & 273 დღის

მიროსლავ კუბეკმა ჩეხეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც საკუთარ კედლებში დანიის ნაკრები თერთმეტმეტრიანებში დაამარცხა.

ჩეხები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეცხრედ ითამაშებენ.

სხვა სტატიები