Belive

"აშკარად მხარზე შეეხო და ეს პენალტია" - მსაჯი კვარას ეპიზოდზე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელებმა A-ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს და ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობენ. ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” რიგებში კიდევ ერთი განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა. კვარა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რიგ ეპიზოდებში დაჯაბნა. ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა ოფსაიდის გამო გოლი გაუქმდა.


313477676_1942904892575153_2619324443403410565_n

მატჩის საწყის წუთებშივე, კვარამ ეფექტური მოძრაობით ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჩამოიშორა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც იბუ კონატემ ხელი ჰკრა და წააქცია. აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა კვარას ეპიზოდი უყურადღებოდ გაატარა და საქმეში არვ VAR-ი ჩაერთო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა იტალიელმა არბიტრმა - გრაციანო ჩეზარიმ მისი გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშკარა კონტაქტი იყო, რის შემდეგაც სისწრაფე აკრეფილი კვარა საჯარიმოში დაეცა და ეს პენალტია.

"აშკარად მხარზე შეეხო. იბუ კონატე კვარას ზურგზე ეხება და ეს ნამდვილად პენალტია. კვარაცხელიას სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი და ასე შეხება არ შეიძლება. ჩემთვის ეს ნამდვილად პენალტია, მაგრამ მინიმუმ VAR-ს მაინც უნდა განეხილა", - გრაციანო ჩეზარი.

შეგახსენებთ, ორშაბათს, 7 ნოემბერს გაიმართება წილისყრა, სადაც 1/8 ფინალური წყვილები და "ნაპოლის" მეტოქე გაირვკევა.

სხვა სტატიები