Belive

სალაჰი: "ჭადრაკი ფეხბურთის უკეთ თამაშში მეხმარება"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 27 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 63 ქულით "ლივერპული" იკავებს და ჩემპიონობისთვის დრამატულ ბრძოლაშია ჩართული "მანჩესტერ სიტისთან" (62 ქულა) და "არსენალთან" (61 ქულა) ერთად. უკვე დადასტურებულია, რომ იურგენ კლოპისთვის ეს სეზონი მერსისაიდში ბოლო იქნება, დიდია იმის შანსი, რომ ლივერპულის ლეგენდარული შემტევი, მოჰამედ სალაჰიც კლუბს ზაფხულში დატოვებს, ამიტომ პრემიერ ლიგის მოგება, ეგვიპტელისთვის, საოცარი ლივერპულული კარიერის ტრიუმფით დასრულების შესაძლებლობა იქნება. სალაჰს თავის ჰობსა და მის ფეხბურთთან კავშირზე ჰკითხეს, ეგვიპტელმა კი საინტერესოდ უპასუხა.

უზომოდ დამოკიდებული ვარ ჭადრაკზე. თითქმის ყოველდღე ვთამაშობ მინიმუმ 7-8 პარტიას. ზუსტად არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემი ჰობი უკეთეს ფეხბურთელად მაქცევს.

არც ის ვიცი, ავითარებს თუ არა რაიმეს ჭადრაკი, უბრალოდ ფეხბურთის თამაშის დროსაც იძულებული ვარ სტრატეგიულად ვიფიქრო და ეს საერთოდ არ მიჭირს - განაცხადა მოჰამედ სალაჰმა

სალაჰმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბომბარდირთა დავაში ნორვეგიელ გიგანტს მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება. თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალაჰთან პირად შეთანხმებას ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა უკვე მიაღწია და მომავალ სეზონში, მოჰამედს საუდის არაბეთის პრო ლიგაში ვიხილავთ.

მოჰამედ სალაჰი მერსისაიდული კლუბის ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს. პრემიერლიგაში გატარებული 7 წლის განმავლობაში ეგვიპტელმა 239 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 152 გოლი და გააკეთა 67 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები