Belive

არიგო საკი: "მაინტერესებდა, ინტერთან კვარაცხელია თამაშობდა თუ მისი ორეული"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა რევოლუციონერმა, არიგო საკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, სერია A-ს მე-17 ტურში მილანის "ინტერსა" და "ნაპოლის" შორის გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"მე ვიტყოდი, რომ ლიგა ახლა გაიხსნა. "ნაპოლის" ზოგიერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს არ ჰგავდა - ისინი, ვინც აქამდე გვინახავს, რომ ბევრად მეტის შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, როცა "ინტერის" წინააღმდეგ მის თამაშს ვუყურებდი, ვფიქრობდი მოედანზე თავად იყო თუ მისი ტყუპის ცალი ძმა.

ეს რა თქმა უნდა, კატასტროფა არ არის, მაგრამ მას სჭირდება, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი, ენთუზიაზმი და ვნება დაიბრუნოს და ბრწყინვალე დონეზე თამაშს ისევ გააგრძელებს", - თქვა "მილანისა", იტალიის ნაკრების და სხვა არაერთი იტალიური და ესპანური კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა.

იტალიის სერია A-ში ჩატარებული 17 შეხვედრის შემდეგ, "ნაპოლი" გათამაშებას ერთპიროვნულად, მეორეადგილოსან მოქმედ ჩემპიონ "მილანთან" 5-ქულიანი სხვაობით უსწრებს, ხოლო შემდეგ მატჩში 8 იანვარს, "სამპდორიას" სტუმრად დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მსოფლიო ფეხბურთის 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მას 18 ოფიციალურ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს.

სხვა სტატიები