"აქტიურად საქმეში არ გვიხილავს, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა" - როგორ ეხმაურება ესპანური პრესა მამარდაშვილის თამაშს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მთელი მატჩის განმავლობაში მას ბურთის მოგერიება ერთხელ მოუწია. აკრობატული ნახტომები და საქმეში აქტიურად ჩართვა არ დასჭირვებია. ეს დაცვის კარგი თამაშის დამსახურება იყო, რომელიც ხელს უშლიდა "ჟირონას" თავდამსხმელების მძლავრ დარტყმულს მამარდაშვილისთვის საფრთხის შექმნაში. დანარჩენ ეპიზოდებში იგი დამაჯერებელი იყო და ბურთს ფეხით კარგად აკონტროლებდა. მამარდაშვილი არც რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მოკლე გადაცემების გაკეთებას ერიდებოდა", - წერს as.comშემდეგ შეხვედრას "ღამურები" 21 აგვისტოს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.