Belive

"ინტერი იმედოვნებს, რომ მამარდაშვილს 20-25 მილიონად შეიძენს" - იტალიური მედია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით, სპეკულაციები არ ცხრება. ავტორიტეტული მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ ქართველი კიპერის დღეები "ვალენსიაში" დათვლილია, რადგან მისი სამსახურით პრემიერ ლიგისა და სერია A-ს კლუბები ინტერესდებიან.

TUTTOmercatoWEB და L'Interista აღნიშნავენ, რომ მილანის "ინტერი" ქართველი კიპერის სამსახურით აქტიურად ინტერესდება - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ონანა "ნერაძურის" დატოვებასთან ახლოსაა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ განახორციელებენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს კონკურენციას "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწევენ.

სხვა სტატიები