Belive

ვარჯიში გრძელდება | კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დარბაზში... დანარჩენები - მინდორზე

6 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების  ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. 14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა. 

ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა. 

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

16 ივნისს მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის, ხოლო 17 ივნისს საქართველო მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის, ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. 

სხვა სტატიები