Belive

ანტუან გრიზმანი - ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტუან გრიზმანი ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა მარტის თვეში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: "სევილასთან" - 6:1, "ვალენსიას" წინააღმდეგ - 3:0 და "ჟირონასთან" - 1:0. ანდალუსიელებთან საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, გიორგი მამარდაშვილის და "ვალენსიას" კარი კი ერთხელ აიღო.

highlight_image

32 წლის ფეხბურთელმა პრიზისთვის ბრძოლაში ისეთი ფეხბურთელები დაამარცხა, როგორებიც ენეს უნალი ("ხეტაფე"), რაფინია ("ბარსელონა"), იაგო ასპასი ("სელტა"), სამუელ ჩუკვუეზე ("ვილიარეალი"), ბორხა იგლესიასი ("ბეტისი") და დავიდ სილვა ("რეალ სოსიედადი") არიან.

ანტუან გრიზმანმა ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კარიერაში მეშვიდედ მოიგო.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონ ფეხბურთელს 36 მატჩში 10 გოლი და 11 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები