Belive

ოფიციალურად | როდრიგო ელ კლასიკოს გამოტოვებს

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 23 წლის შემტევი - როდრიგო გოესი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს.

როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში "დორტმუნდის" წინააღმდეგ ბარძაყის არეში ტრავმა მიიღო, რის გამოც 26 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოს" იძულებით გამოტოვებს.

"დორტმუნდთან" მატჩის შემდეგ "რეალის" მესვეურები იმედს იტოვებდნენ, რომ როდრიგოს ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, თუმცა დღეს ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენეს, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ტრავმის გამო 10-15 დღემდე გაუცდება, რაც ავტომატურად "ელ კლასიკოს" გამოტოვებას ნიშნავს.

"ელ კლასიკო" 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები