ანტონიო კონტე ნაპოლის ფანების შეძახილს არ აჰყვა
დღეს "ნაპოლის" წინასაზეზონო პრეზენტაციაზე კლუბის ფანებმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს აყოლიება "იუვენტუსის" საწინააღმდეგო სკანდირებით სცადეს, თუმცა იტალიელმა განაცხადა: "ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ. ნება მომეცით ერთხელ და სამუდამოდ განვმარტო".
მწვრთნელმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი იუვესთან ერთად გაატარა, ჯერ როგორც ფეხბურთელმა - 419 მატჩით, შემდეგ კი მწვრთნელმა, თუმცა ეს კავშირი მაშინ დაირღვა, როდესაც ის "ინტერში" მივიდა და სკუდეტო მოიგო. ახლა, როცა კონტე ნაპოლის მწვრთნელია, ფანებმა ცნობილი ფრაზის სკანდირება დაიწყეს (ვინც არ ხტუნავს, იუვენტინოა) და ფიქრობდნენ, რომ კონტე მათ შეურთდებოდა.
მე ყოველთვის ვიქნები თავაზიანი და პატივმოყვარე ადამიანი, ამიტომ ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ. ეს არ ეხება მხოლოდ იუვენტუსს, ნებისმიერ გუნდთან დაკავშირებით იმავეს ვფიქრობ.
ჩვენ, მწვრთნელებს, მოგვეთხოვება, რომ დადებითი მაგალითი გავცეთ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ნაპოლის ნომერ პირველი გულშემატკივარი სწორედ აქ, თქვენ წინაშე დგას. - განუმარტა კონტემ შეკრებილ გულშემატკივრებს
I tifosi del Napoli chiedono ad Antonio Conte di cantare “chi non salta Juventino è”, ma la risposta dell’allenatore è negativa 🙅🏻♀️
— Sportitalia (@tvdellosport) July 19, 2024
📹 @jolandafiore #napoli #conte #tifosi #juventus #dimaro #ritiro #seriea #sportitalia pic.twitter.com/HmxgOam4H5
ნაპოლი ჯერ სრული შემადგენლობით არ შეკრებილა, ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს შვებულებაში არიან და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველი თავის კლუბს 25 ივლისს შეუერთდება.