Belive

კონტე: ,,ამბობენ, რომ ნაპოლის სკუდეტოს მომგები შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ 12 ფეხბურთელი არ გვყოფნის''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მოდენასთან'' მატჩის შემდეგ, ,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, განაცხადა, რომ გუნდს წარმატებული თამაშისთვის ფეხბურთელები სჭირდება:

,,მოვისმინე, როგორ თქვეს, რომ ჩვენ გვყავს შემადგენლობა, რომელსაც სკუდეტოს მოგება შეუძლია, მაგრამ 12 ფეხბურთელი არ გვყოფნის, გუნდი მოთამაშეთა ნახევარზე მეტმა დატოვა.

ახალი ფეხბურთელების დასამატებლად არსებობს პირობები, რომლებიც უნდა შევასრულოთ - სატრანსფერო ფასი, შესაბამისი ანაზღაურება... და, ასევე, გადმოსვლა თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს, ისევე, როგორც მე მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი ევროტურნირებზე არ თამაშობს.'' - ანტონიო კონტე

კოპა იტალიის 1/32-ფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,მოდენა'' პენალტების სერიაში დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ნეაპოლელთა მეტოქე ,,პალერმო'' იქნება.

ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას კვირას, 18 აგვისტოს, ,,ვერონას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები