35 წლის შემდეგ პირველად - გრანდებს მთავარი ევროპული ტურნირის გამოტოვება მოუწევთ
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
35 წლის შემდეგ პირველად, მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი და მილანი არ იასპარეზებენ. იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში მილანი კალიარისთან 1:2 დამარცხდა, ხოლო იუვენტუსმა ტორინოსთან ფრედ ითამაშა (2:2) და გრანდებს მთავარი ევროპული ტურნირის გამოტოვება მოუწევთ.
1991-92 წლების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც არც იუვენტუსი და არც მილანი ევროპის ელიტარულ შეჯიბრში მონაწილეობას არ მიიღებენ.
იტალიის სერია A-ს 2025/26 წლების სეზონის ცხრილი ასე გამოიყურება:
ინტერი - 87 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)
ნაპოლი - 76 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)
რომა - 73 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)
კომო - 71 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)
მილანი - 70 ქულა (ევროპა ლიგა)
იუვენტუსი - 69 ქულა (ევროპა ლიგა)
— Football Italia (@footballitalia) May 25, 2026