Belive

ანჩელოტი: ,,პირველ მატჩში ბაიერნი ჩვენზე უკეთესი იყო''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,თავდაჯერებულობა ყოველთვის მაქვს, რადგან მადრიდის რეალი ვართ! საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად ითამაშა.

რეალი და ბაიერნი ერთმანეთს ჰგვანან, მათ დიდ პატივს ვცემთ! ისინი პირველ მატჩში ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რადგან ფინალში კიდევ ერთხელ გასვლის შანსი გვაქვს. ვიცით, რომ ნახევარფინალი რთულია, მაგრამ მოტივირებულები ვართ!

რეალი კროოსისა და მოდრიჩის გარეშე? ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან ისინი ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად არიან! - კარლო ანჩელოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მადრიდის ,,რეალი'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სხვა სტატიები