ამერიკული ოცნების დასაწყისი - მესი ფლორიდაში ჩაფრინდა
არგენტინული სუპერვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება ოფიციალურად დაიწყო - ლეო მესი ოჯახთან ერთად ფლორიდაში ჩაფრინდა.
36 წლის ლეო მესი ოჯახის წევრებთან ერთად, ფორდ ლოდერდეილში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. "ინტერ მაიამი" მესის ოფიციალურ წარდგენას კვირას, 16 ივლისს გეგმავს, მანამდე არგენტინელი ახალ გარემოსთან გაივლის ადაპტაციას და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს.
აღსანიშნავია, რომ "ინტერ მაიამიმ" სატრანსფერო ბაზარზე მკვეთრად იაქტიურა - პლანეტის სუპერვარსკვლავის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, MLS-ის ბინადარმა კლუბმა სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერიც პრაქტიკულად დაასრულა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერ მაიამი" ხორდი ალბას ტრანსფერზეც მუშაობს. კლუბს კი ხერარდო “ტატა” მარტინო გაწვრთნის, რომელიც მესის "ბარსელონაში" და არგენტინის ნაკრებში წვრთნიდა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის დებიუტი 21 ივლისს, ლიგის თასზე, მექსიკური "კრუს ასულის" წინააღმდეგ შედგება.
LIONEL MESSI HAS ARRIVED IN SOUTH FLORIDA TO MAKE HIS INTER MIAMI MOVE OFFICIAL ☀️
— ESPN FC (@ESPNFC) July 11, 2023
(via @SC_ESPN) pic.twitter.com/lgpKN3XeGN